05:28 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2228)
9501

სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში 25 წლამდე მამაკაცმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ორი ძმა დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა".

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით ალაზნის გამზირზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მეგობარ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. ძალადობის ფაქტს ძმები შეესწრნენ, ქალს გამოესარჩლნენ, რასაც მამაკაცებს შორის კონფლიქტი მოჰყვა.

ეჭვმიტანილმა ძმებს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2228)

მთავარი თემები