გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციელი
პოლიციელი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ქუჩაში ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისში 35 წლის მამაკაცი საცოლის ძმამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა გლდანის მეორე მიკრორაიონში, ქუჩაში წუხელ მოხდა.
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
სისხლიანი დაპირისპირება რუსთავში - მოკლულია ერთი ადამიანი
თვითმხილველების თქმით, მათ მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგონეს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, რომელიც მალევე მოვიდა, თუმცა დაჭრილი უკვე გარდაცვლილი იყო.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი მათი მეზობელი არ არის და მათ უბანში ის, სავარაუდოდ, სტუმრად იმყოფებოდა. თვითმხილველები არ იცნობენ არც თავდამსხმელს.
შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0