11:37 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1344)
51 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ მენეჯერს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ბათუმის ფილიალის მენეჯერი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავა, ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულმა 2015 წლიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში დაამზადა ყალბი ხელშეკრულებები, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.

უწყების ცნობით, მითვისებული თანხა ჯამში შეადგენს 2.467.667 ლარს, 180.480 დოლარს და 80 ათას ევროს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1344)

მთავარი თემები