საქართველოში ერთ კვირაში მერვე მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / Alexa / Seismographsსეისმოგრაფები
სეისმოგრაფები - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
გამოწერა
მანამდე სამცხე-ჯავახეთის მხარეში სოფელ სამებასთან მიწისძვრა 6, 7 და 8 ივლისს შვიდჯერ დაფიქსირდა, ბიძგების სიმძლავრე 3,0–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 14:42 საათზე 10 კმ სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
აღნიშნულ ლოკაციაზე ბოლო კვირაში ეს უკვე მერვე მიწისძვრა დაფიქსირდა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 6, 7 და 8 ივლისს შვიდჯერ დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,0–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისძვრები ხშირი მოვლენა გახდა – მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე 1 ივლისს და გასულ თვეშიც, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
ყველა ახალი ამბავი
0