05:33 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
69 0 0

მაჩალიკაშვილის ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი თავისუფალია, იუწყება ქართული მედია.

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ 6 ივლისს გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა დააყენა საქმის არსებითი განხილვის გადადებასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 23 ივლისს ჩაინიშნა.

მაჩალიკაშვილს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებიან.

რუსთაველის გამზირი ბოლო ორი დღის განმავლობაში დაპირისპირებისა და არეულობის ეპიცენტრი გახდა - ლგბტ–თემის წარმომადგენლების მიმართ აგრესიულად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფები განსაკუთრებულ აგრესიას ავლენდნენ.

5 და 6 ივლისს გამართულ კონტრაქციებზე მათ ჟურნალისტებზე „ნადირობა“ გამოაცხადეს. არეულობების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული.

5 ივლისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს 8 ადამიანი, ხოლო სისხლის სამართლის მუხლებით შსს-მ 6 ივლისს სამი პირი დააკავა, 7 ივლისს – ოთხი.

7 ივლისის დილის მონაცემებით, სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით სულ 100 ადამიანი დააკავეს. დაკავებული პირებიდან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო 32 დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამ 32 პირს შორის იყო მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

მთავარი თემები