რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა – ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია

© photo: Sputnikმეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
ამ დროისათვის დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელია გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი–უბისას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა და გზის სავალ ნაწილზე მიწის გარკვეული მასა ჩამოიშალა, რის გამოც მოძრაობა ცალმხრივად შეფერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მომხდარის გამო დროებით შეიზღუდა მოძრაობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.
ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა, პერსონალი და დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.
უწყება პირობას იძლევა, რომ სატრანსპორტო მიმოსვლა უმოკლეს ვადებში აღდგება.
ყველა ახალი ამბავი
0