06:35 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

რუსთაველის გამზირზე, სადაც ორი აქცია იმართებოდა, ვითარება პრაქტიკულად უკონტროლო გახდა. პოლიციამ კონტრაქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, იუწყება „პირველი არხი“.

რუსთაველის გამზირზე, სადაც ორი აქცია იმართებოდა, ვითარება პრაქტიკულად უკონტროლო გახდა. პოლიციამ კონტრაქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება ხდება, ამატებენ რკინის ჯებირებსაც. კონტრაქციის წევრები ისვრიან ქვებს, რკინის ბურთულებს, არმატურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, რომლებიც დაშავებულ პოლიციელებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქება მოხდა.

ცოტა ხნის წინ რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რომელიც მათ ყოფდა დუმილის აქციის მონაწილეებთან, რომლებიც გუშინ დაშავებული ჟურნალისტების და საზოგადოების წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის განცხადებით, კონტრაქციის მონაწილეებმა გამოიყენეს წიწაკის სპრეი და არიან დაშავებული ადამიანები. ლგბტ-ს მხარდამჭერები მოუწოდებენ პოლიციას, გამოიყენონ სპეციალური საშუალებები აგრესიულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ.

5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.

გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ, განურჩევლად იმისა ვინ რომელ მედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.

არეულობების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული.

5 ივლისს 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, დღეს ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სამი ადამიანი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, დღეს საღამოს აქციაზე რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ.

დაკავებები ამ წუთებშიც გრძელდება.

მთავარი თემები