ეს ერთადერთი ადგილია, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები მეგობრულად ცხოვრობენ – ვან ბაიბურთი

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
შეხლა–შემოხლა ბათუმში ჩამოსულ აზერბაიჯანელებსა და სამცხე–ჯავახეთიდან მოზარდებს შორის დაიწყო ფრაზის „ვისია ყარაბაღი“ გამო, განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ბათუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ, როდესაც 17 წლის ეთნიკურად სომეხი მოზარდი დაჭრეს, „Sputnik–საქართველოს“ ყოფილმა დეპუტატმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრჩეველმა ვან ბაიბურთმა უამბო.
ექსპერტის თქმით, დაპირისპირება ბათუმში ჩამოსულ აზერბაიჯანელებსა და სამცხე–ჯავახეთიდან მოზარდებს შორის დაიწყო ფრაზის „ვისია ყარაბაღი“ გამო.
აბანოთუბანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2020
საქართველოში ვერავინ წაგვაჩხუბებს: სომხებსა და აზერბაიჯანლებს მშვიდობის იმედი აქვთ
„სკოლის მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთიდან უქმეებზე ბათუმში დასასვენებლად ჩავიდნენ. საღამოს, როდესაც დაბრუნებას აპირებდნენ, მათთან იქ ჩამოსული აზერბაიჯანელები მივიდნენ და ჰკითხეს: „ვისია ყარაბაღი?“ მოზარდები ვერ მიხვდნენ ვინ ელაპარაკებოდა მათ და უპასუხეს, რომ „ყარაბაღი სომხეთისაა“. ამის შემდეგ ჩხუბი ატყდა“, – აღნიშნა ბაიბურთმა.
მისი თქმით, 17 წლის მოზარდი მუცელში მძიმედ არის დაჭრილი. პოლიცია რომ არ ჩარეულიყო, ინციდენტი შეიძლება ტრაგედიით დასრულებულიყო.
„საქართველო ერთადერთი ადგილია, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები მეგობრულად ცხოვრობენ. არავინ იოცნებოს, რომ ქართველი სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან“, – განაცხადა ბაიბურთმა.
მან დასძინა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ინციდენტში ეჭვმიტანილები, 30-დან 35 წლამდე პირები დააკავა.
რაც შეეხება დაშავებულს, ის საავადმყოფოშია, საიდანაც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაწერენ.
ყველა ახალი ამბავი
0