კახეთში 33 წლის შშმ ქალი მეზობელს ძალადობაში ადანაშაულებს

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილებით
დაკავებული ხელბორკილებით - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
გამოწერა
პოლიციამ მამაკაცი იმ დროს დააკავა, როდესაც დაზარალებული ჯერ კიდევ მის სახლში იმყოფებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 33 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი მეზობელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
როგორც დაზარალებული ჰყვება, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თანასოფლელმა მამაკაცმა სახლში მიაკითხა და ძალის გამოყენებით საკუთარ სახლში წაიყვანა, სადაც მისი გაუპატიურება სცადა და სახეზე დაზიანებები მიაყენა.
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
აბაშაში შშმ პირის გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამაკაცს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა
სავარაუდო ძალადობის შესახებ პოლიციას დაზარალებულის დედამ აცნობა. სამართალდამცველებმა მოძალადე საკუთარ სახლში დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, დაზარალებულს ექსპერტიზა ჩაუტარდა, მის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი იცავს.
ბრალდებული 41 წლის კაცი ამჟამად დაკავებულია და საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მცდელობის მუხლით დაიწყო, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0