„სარფში" ოქროს კონტრაბანდა აღკვეთეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს სამკაულები
ოქროს სამკაულები - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
დაკავებულებს, რომლებსაც ძვირფასეულობა ქვეყნის ტერიტორიაზე თურქეთიდან შემოჰქონდათ, 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველო–თურქეთის საზღვარზე სომხეთის ორ მოქალაქეს მებაჟე-ოფიცრებმა დაახლოებით 56,3 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდული ოქროს შემოტანას "სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით მალულად ცდილობდნენ.

პოლიციის მიერ სულ ამოღებულია 508,66 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 56.253 ლარს აღემატება.

გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლებას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0