ადრესატამდე ვერ მივიდა: მებაჟეებმა ერთ-ერთ ამანათში დიდი ოდენობის თანხა აღმოაჩინეს

ფული - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
განუბაჟებელი თანხა საბაჟოზე საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერებისას აღმოაჩინეს.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

უწყების ცნობით, არადეკლარირებული თანხა საბაჟოზე საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად იპოვეს. კერძოდ, მებაჟე-ოფიცრებმა 21.315 ევრო და 10.600 აშშ დოლარი აღმოაჩინეს. განუბაჟებელმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 119.316 ლარი შეადგინა.

  • „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ფიზიკურ პირს სანქციის სახით თანხა სრულად ჩამოერთვა.

ყველა ახალი ამბავი
0