15:25 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
104 0 0

როგორც გაირკვა, მოზარდი სოფელ ნახიდურიდან 20 წლის ბიჭმა იმ დროს გაიტაცა, როდესაც ის სკოლაში მიდიოდა.

თბილისი, 5 ივნისი  – Sputnik. პოლიციამ ორდღიანი ძებნის შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გატაცებული 15 წლის გოგონა იპოვა, იუწყება Rustavi 2.

როგორც გაირკვა, მოზარდი სოფელ ნახიდურიდან 20 წლის ბიჭმა იმ დროს გაიტაცა, როდესაც ის სკოლაში მიდიოდა.

მოგვიანებით ოჯახმა გაარკვია, რომ მათი შვილი ცოლად მოყვანის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა ბიჭმა მოიტაცა, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს. სწორედ მის სახლში იპოვეს დაკარგული მოზარდი.

გოგონა პოლიციამ გამოკითხა. მის გამტაცებელს მოზარდისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პოლიციას ბავშვის გაუჩინარების შესახებ განცხადებით გოგონას ოჯახმა მიმართა.

მთავარი თემები