15:17 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1313)
84 0 0

დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე კრიტიკულად მძიმე იყო, ექიმებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. გორში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის შედეგად 42 წლის მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

დაპირისპირება ვერხვების დასახლებაში მოხდა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მაშინვე გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი.

როგორც კლინიკა „გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ მაისურაძე აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას კრიტიკულად მძიმე იყო.

„მამაკაცს აღენიშნებოდა გამჭოლი ჭრილობა. შემოყვანიდან მალევე დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, მოხერხდა გულის ამუშავება, თუმცა, რეანიმაციული ღონისძიებების მიმდინარეობისას დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა მერაბ მაისურაძემ.

ამ დროისათვის მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1313)

მთავარი თემები