14:52 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
103 0 0

სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში ტვირთის შემოწმებისას დადგინდა, რომ საქონლის შეფუთვის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მწარმოებლის შესახებ არსებულ მონაცემებს.

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა თურქეთიდან შემოსული გაყინული ქათმის ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უხარისხო პროდუქცია „სარფის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს. სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორცილებისას ფიტოსანიტარიულმა სამსახურმა სამართალდარღვევა აღმოაჩინა.

კერძოდ, თურქეთიდან საქართველოში შემოვიდა 20.203 კგ გაყინული ქათმის ხორცი. ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებისას საქონლის შეფუთვის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მწარმოებლის შესახებ არსებულ მონაცემებს. აღნიშნულმა ტვირთმა იდენტურობის შემოწმება ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესაბამისად ვერ გაიარა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი თურქეთში გააბრუნეს.

მთავარი თემები