15:44 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
128 0 0

კანონდამრღვევებმა უკანონოდ გამოიყენეს ქართული ალკოჰოლური სასმელების და ნუგბარის  დასახელება და სასაქონლო ნიშნები.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ქართველმა მებაჟეებმა ბოლო 6 თვეში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა  და სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

სამსახურის მონაცემებით, მებაჟეებმა შეამოწმეს საქონელი, რომელიც საბაჟო გამშვები პუნქტების - „სადახლოს“ და „ნინოწმინდას“ გავლით უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთის, აშშ-ის მიმართულებით მიმავალ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაჰქონდათ.

შემოწმების შედეგად გამოვლენილია 43,7 ათასი ბოთლი ალკოჰოლური პროდუქცია КАХЕТ და ARAZANI, 18 ათასი ბოთლი CHACHA და 200 კგ ნუგბარი, რომლის დასახელება შეიცავდა სიტყვას ЧУРЧХЕЛА.

შემოსავლების სამსახურში მიუთითებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამაზე უფლების მინიჭების შემდეგ, ხოლო საქონლის იმგვარად შეფუთვა ან წარმოდგენა, რომელსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი, აკრძალულია.

გამოვლენილი ფაქტების ამსახველი მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, მათ შორის ექსპორტზე გატანილ საქონელს უნდა ჰქონდეს დატანილი გრამატიკულად გამართული წარწერა ქართულ ენაზე, რომელიც შეესაბამება სასაქონლო ნიშანს ან გეოგრაფიულ სახელწოდებას, და მარკირება „წარმოებულია საქართველოში“.

მთავარი თემები