15:42 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2190)
119 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილი ბანკის მენეჯერმა მიითვისა, რომელიც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. „ლიბერთის ბანკი“ ბათუმის ერთ-ერთი ფილიალის ყოფილ მენეჯერსა და ბანკის 14 თანამშრომელს რამდენიმე მილიონი ლარის თაღლითურად მითვისების ფაქტზე სასამართლოში უჩივის, იუწყება ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელები“

საქმის მასალების მიხედვით, ბანკის თანამშრომლები 37 პირის ანაბრებიდან და პირადი ანგარიშებიდან სხვადასხვა ტრანზაქციების მეშვეობით თანხას 2015 წლიდან ითვისებდნენ. საუბარია დაახლოებით 2,5 მილიონ ლარზე, 202 ათას დოლარსა და 80 ათას ევროზე.

„ბათუმელების" ინფორმაციით, თანხის ძირითადი ნაწილი ბანკის ყოფილმა მენეჯერმა მიითვისა, რომელიც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული.

„ლიბერთი ბანკმა“ აღნიშნულ საქმეში ფიგურანტ თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებები უკვე შეაჩერა და მათ წინააღმდეგ სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სარჩელი მომზადების ეტაპზეა და კანონით განსაზღვრულ ვადებში გადაეცემა მოპასუხე მხარეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ლიბერთი ბანკიც".

„ლიბერთი ბანკის“ მიერ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში აღმოჩენილია დარღვევის ფაქტი, რომელიც გამოძიებისთვის დაუყონებლივ გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. „ლიბერთი ბანკი“ სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და ბანკის ყველა ფილიალი შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ჩვენი კლიენტების თანხები დაცულია და არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო სტრუქტურებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2190)

მთავარი თემები