18:46 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
89 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, პაატა ჩხარტიშვილს ზაპოროჟიეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში კიდევ ერთი ქართველი „კანონიერი ქურდი“ პაატა ჩხარტიშვილი („პრინცი“) დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული გამოძიება 60 წლის ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობას ედავება. ჩხარტიშვილს ზაპოროჟიეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს. მათ შორისაა ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ლაშა ჯაჭვლიანი („ლაშა სვანი“), რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან კრიმინალურ „ავტორიტეტად“ ითვლება.

მთავარი თემები