„ჯორჯიან თაიმსის“ თანადამფუძნებელზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს

© Sputnik / STRINGER„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
ინციდენტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მიერ თბილისში მოწყობილი საპროტესტო აქციის დროს მოხდა.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ (Georgian Times) ერთ-ერთ დამფუძნებელზე ფიზიკურ ძალადობაში ეჭვმიტანილი პირი იპოვეს და დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Патрульная полиция на месте происшествия - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2020
მარნეულში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 მაისს, როდესაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში საპროტესტო აქციას მართავდნენ, ამჟამად დაკავებულმა პირმა მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – სახეში დროშის ტარი ჩაარტყა.

შსს აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს ეჭვმიტანილის ვინაობა და ის ინციდენტიდან მეორე დღეს დააკავეს.

გამოძიება „ძალადობის“ მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 120-დან 180 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ან ნახევარი წლიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობით, ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან ამის გარეშე.

ყველა ახალი ამბავი
0