23:30 30 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7043
  • 100 RUB4.2641
  • USD3.1197
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1346)
81 0 0

გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. მკლელობაში ბრალდებულს 7–დან15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. მარნეულში სისხლიან დაპირისპირებას 23 წლის მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. პოლიციამ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1990 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ქალაქ მარნეულში ურთიერთშელაპარაკებისას საკუთარ მეზობელს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ მოსახლეობის ნაწილმა ბრალდებულის სახლის დაწვა სცადა. ადგილობრივ მედიასაშუალებასთან გარდაცვლილის მეზობლები მკვლელობის მოტივზე არ საუბრობენ.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 108-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს (განზრახ მკვლელობა), რაც 7–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1346)

მთავარი თემები