15:50 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1313)
355 0 0

საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროკურატურა საქმის სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს. შემთხვევა გასულ ზაფხულს მოხდა.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს შვიდი წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 12 აგვისტოს თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში ბრალდებულმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბიჭი გააუპატიურა. 

მამაკაცი პოლიციამ იმავე დღეს დააკავა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალდება სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1313)

მთავარი თემები