სროლა და ძარცვა მადრიდში – დაკავებულია საქართველოს მოქალაქე

© REUTERS / Albert Geaესპანეთის პოლიცია
ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
გამოწერა
ესპანეთის პოლიციის ცნობით, აპრილის ბოლოს ქალაქ გიხონსა და სევილიაში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს, რომლებიც 28 ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ძარცვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

პოლიცია ესპანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2019
ესპანეთში ბინის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა შეიარაღებულმა მამაკაცმა მადრიდის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი საიუველირო მაღაზია „ერმიტაჟი“ გაძარცვა, რა დროსაც მაღაზიის დაცვის ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ესპანეთში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აპრილის ბოლოს ქალაქ გიხონსა და სევილიაში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს, რომლებიც 28 ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი.

ყველა ახალი ამბავი
0