სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© Sputnik / STRINGERმაშველები
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
გამოწერა
სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები 10 აპრილიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. რამდენიმეკვირიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გუმათჰესის აღჭურვილობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
ხვალ გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრებს წყლისგან დაცლიან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში 10 აპრილს მამაკაცი მდინარე რიონში შევიდა და დაიკარგა. ის „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტი აქციის მონაწილე იყო.

უწყების ცნობით, მაშველებმა მდინარიდან ცხედარი უკვე ამოასვენეს – მამაკაცი ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, ოთხი მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა.

სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში,  7 მაისს გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრები წყლისგან დაცალეს.

ყველა ახალი ამბავი
0