ხვალ გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრებს წყლისგან დაცლიან

© photo: Energo pro Georgia / FBგუმათჰესის აღჭურვილობა
გუმათჰესის აღჭურვილობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
სოფელ ნამოხვანში 10 აპრილს გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში 7 მაისიდან გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა იგეგმება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში 10 აპრილს მამაკაცი მდინარე რიონში შევიდა დაიკარგა. ის „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტი აქციის მონაწილე იყო.

  • უწყების ცნობით, ოპერაციის ფარგლებში 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესის კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმუშავებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღებისა და მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. უწყების ცნობით, სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება.

კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე>>

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ახორციელებს სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს. მდინარე რიონზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0