06:21 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
94 0 0

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ჰეროინის გასაღებით 2 მილიონ ლარზე მეტი თანხა გამოიმუშავეს

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი ბრალდებული დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების გასაღებასა და ფულის გათეთრებაში და სამ მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის მონაცემებით, ორ ბრალდებულს 11-11 წლით პატიმრობა შეეფარდა, კიდევ ერთს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მეოთხე ბრალდებულის შემთხევაში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით მსჯავრთან ერთად განესაზღვრა.

სასამართლო გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულებს ასევე ჩამოერთვათ ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხა და უკანონო შემოსავლებით შეძენილი ქონება - ერთი საცხოვრებელი ბინა და 5 ავტომობილი.

საქმე, რომლის ფიგურანტებიც არიან ბრალდებულები, ფონიჭალაში ჰეროინის სისტემატურ გასაღებას ეხება.

სასამართლოზე ბრალდების მხარემ დაამტკიცა, რომ „კონკრეტულ ლოკაციებზე სარეალიზაციოდ გამზადებულ  ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ და მას შემდეგ, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძენი თანხა დისტანციურად, ონლაინტოტალიზატორების ანგარიშებზე ჩაირიცხებოდა, კლიენტები ტელეფონის მეშვეობით მითითებულ ადგილებზე მიჰყავდათ“.

სისტემატიური ნარკოვაჭრობის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის ანგარიშებზე 2 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი იქნა მიღებული. თანხის წარმომავლობის დამალვისა და ლეგალიზაციის მიზნით, ჯგუფის წევრებს გარკვეული პერიოდულობით ჩარიცხული თანხები ანგარიშიდან გადაჰქონდათ ე.წ. „თამაშებში“ და მცირე გათამაშებას ახორციელებდნენ, რის შემდგომაც თანხა უკან ბრუნდებოდა და  მისი განაღდება როგორც ტოტალიზატორის სალაროებიდან, ისე ე.წ. „ზერო ბარათების“ გამოყენებით, სხვადასხვა ბანკომატიდან ხდებოდა.

ამის შემდეგ ისინი ამ თანხებით ბინებსა და მანქანებს იძენდნენ.

მთავარი თემები