22:32 13 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
64 0 0

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სააფთიაქო ქსელების კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებს, განსაკუთრებული ყურადღება პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას ეთმობა

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. თბილისში მიმდინარე ინსპექტირებისას ერთ-ერთ აფთიაქში იპოვეს დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, რომელიც მაცივრის ძრავთან იყო გადამალული, იუწყება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

დაწესებულებაში განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ აფთიაქი ახორციელებდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას კანონდარღვევით ჰქონდა მიღებული.

უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას. სააგენტოს მიერ ჩამორთმეული იქნა ყველა ის მედიკამენტი, რომელთა მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია აფთიაქს არ გააჩნდა. საერთო ჯამში ამოღებულია 1087 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც მიეკუთვნება პირველი ჯგუფის მედიკამენტებს.

დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სააფთიაქო ქსელების კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებს, განსაკუთრებული ყურადღება პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას ეთმობა.

უწყების მონაცემებით, 2021 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, სააგენტომ 189 აფთიაქი შეამოწმა და 166 შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

მთავარი თემები