საპროტესტო აქცია მარნეულში: პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
ერთი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებამ მარნეულში არეულობა და პოლიციასთან შეტაკებები გამოიწვია. საპროტესტო აქციის ექვსი მონაწილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო პოლიციისადმი დაუმორჩილების მუხლით.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მარნეულის მერიასთან მოძრაობა „საქართველოსთვის“ საპროტესტო აქციას მართავს.

ბათუმში პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლებმა აქცია გამართეს >>

აქციის ჩატარების მიზეზია სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლება, რომელიც მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის გიორგი მუმლაძის ძმაა. მომიტინგეები მერიის გადაწყვეტილებას მუმლაძის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებენ.

პროტესტი საქართველოში: „რიონის მცველებმა“ წყალტუბოში ნამახვანის წინააღმდეგ მიტინგი გამართეს - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
პროტესტი საქართველოში: „რიონის მცველების“ მიტინგი ნამახვანჰესის წინააღმდეგ წყალტუბოში

„გუშინწინ დამიბარეს სამსახურში და მითხრეს, რომ გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. ზოგადად მიმანიშნეს, რომ ეს ხდება ჩემი ძმის გამო“, – განაცხადა „მთავარი არხის“ ეთერში სიმონ მუმლაძემ, რომელიც მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს.

პოლიციამ ადგილზე რამდენიმე აქტივისტი დააკავა, მათ შორის თავად გიორგი მუმლაძე. აქციის მონაწილეებმა მისი დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.

„მოვედით, რომ იმ ადამიანის უფლებები დავიცვათ, რომელიც უკანონოდ გაუშვეს სამსახურიდან. მე ვარ საკრებულოს წევრი და მაქვს უფლება ვიყო მერიაში, უნდა დავიცვა ჩემი მოქალაქე", – განაცხადა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა.

ამ დროისათვის პოლიციამ საპროტესტო აქციის ექვსი მონაწილე დააკავა. ისინი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0