თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საფრანგეთში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, იუწყება ფრანგული მასმედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული ეროვნებით ჩეჩენია – შვიდი რუსეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრია.
ისინი ეჭვმიტანილი არიან სირიასა და ერაყში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში. ჯერჯერობით საქმის სხვა დეტალები უცნობია. დაწყებულია გამოძიება.