მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვა: სამი პირი ამხილეს

© photo: Sputnik / Stringerპატრული
პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის ფაქტებზე სამი კომპანიის ხელმძღვანელების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა საგადასახადო შემოწმების საფუძველზე თანხის დარიცხვის შემდგომ მოსალოდნელი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით ოჯახის წევრებისა და ნათესავების სახელზე ახალი საწარმოები ფიქტიურად დაარეგისტრირეს. გარდა ამისა, აღნიშნულ საწარმოებზე მოჩვენებითი გარიგებით განახორციელეს მათზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გადაწერა, რის საფუძველზეც საგადასახადო ორგანოები ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების იძულების წესით ამოღებას.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 2051 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0