ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარია

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეხანძრეები
მეხანძრეები - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ხუთი სახანძრო–სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა,  იუწყება  ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ქარხნის სახურავს გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე ხუთი სახანძრო–სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.  ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ყველა ახალი ამბავი
0