07:33 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1344)
5010

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილი ზედამხედველი შეიძლება იმ პატიმართა ადგილზე აღმოჩნდეს, ვისაც ის უდიერად და არაადამიანურად ექცეოდა.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. თბილისის მერვე საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული, იუწყება საქართველოს პროკურატურის პრეს-სამსახური.

ახალწვეულთა მიმართ ძალადობის საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა თავი მოიკლა>>

საუბარია საქართველოში 2010–2012 წლებში მომხდარ დანაშაულებზე. ციხის ზედამხედველს ბრალი წარედგინა სსკ-ის ორი მუხლით – „დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა" და „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება". ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ძალადობას ერთსა და იმავე პატიმრების მიმართ სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ზედამხედველი პატიმრებს უკრძალავდა სიარულს, ძილს, დასვენებას, ტელეფონით სარგებლობას და მიმოწერას. ასევე მათ არ შეეძლოთ ექიმისთვის მიემართათ შეუძლოდ ყოფნის დროს.

სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში აღწერილია, თუ როგორ გაჰყავდა საკნიდან ზედამხედველს პატიმრები, მიჰყავდა საშხაპეში, სადაც მათ ხელკეტებითა და სხვა საგნებით ჯგუფურად სცემდნენ. იყო შემთხვევები, როცა სექსუალური ძალადობითაც ემუქრებოდნენ.

  • „გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პატიმრების მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა N8 დაწესებულებაში დანერგილი პრაქტიკა იყო, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა და გამიზნული იყო პატიმართა დამცირების, დაშინებისა და უსიტყვო მორჩილებისკენ", – აღნიშნავენ პროკურატურაში.

პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად პასუხისგებაში პენიტენციური სისტემის 80-მდე თანამშრომელია მიცემული, ნათქვამია განცხადებაში.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1344)

მთავარი თემები