სამცვერას ჩანჩქერზე მაშველებმა მოზარდი გადაარჩინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliჩანჩქერი
ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
გამოწერა
მოზარდი ჩანჩქერიდან გადახტა და დამრეცი ნაპირის გამო უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა დამოუკიდებლად ვეღარ მოახერხა.

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში მაშველებმა მოზარდი გადაარჩინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა ინფორმაცია, რომ სამცვერას ჩანჩქერზე წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. მოზარდი ჩანჩქერიდან გადახტა და დამრეცი ნაპირის გამო უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა დამოუკიდებლად ვეღარ მოახერხა.

ადგილზე დასახმარებლად უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი წყლიდან თოკების საშუალებით ნაპირზე უვნებლად ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, აღნიშნავენ უწყებაში.

ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ზესტაფონის სამმართველოს სამაშველო ჯგუფი.

ყველა ახალი ამბავი
0