05:58 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
77 0 0

ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, მაგრამ ამ დროისთვის კვლავ არსებობს მეწყრული პროცესის გააქტიურების საფრთხე.

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა გზები წაიღო, ნათქვამია მუნიციპალიტეტის Facebook-გვერდზე.

კერძოდ, მულახის ადმინსტაციულ ერთეულში, სოფელ ჟაბეშში, რამდეჯერმე ადიდდა ღელე, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდი. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში ხდება ღელის განტვირთვა. ამ დროისთვის კვლავ არსებობს მეწყრული პროცესის გააქტიურების საფრთხე, აღნიშნავენ მუნიციპალიტეტში.

უშგულის თემში სტიქიამ სოფელ მურყმელსა და ჩაჟაშს შორის გზის 100 მეტრიანი მონაკვეთი სრულად გაანადგურა, ამ დროისთვის აღნიშნულ სოფლებს შორის ავტომობილებით გადაადგილება შეუძლებელია.

ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიდებულმა მდინარე დევრამ შიდა სასოფლო გზები და ხიდი დააზიანა.

მიმდინარეობს სტიქიის საპრევენციო სამუშაოები რის შემდეგაც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყება, აღნიშნავენ მუნიციპალიტეტში.

მთავარი თემები