23:24 13 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1299)
69 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნის, ასევე წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მამაკაცი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1299)

მთავარი თემები