20:27 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2190)
301 0 0

ოზურგეთის რაიონში გაუჩინარებული გოგონას შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი – რას წერს ის თავის წერილში, რომელიც სამართალდამცველებმა იპოვეს

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა 17 წლის მარიამ ბურჭულაძის წერილი იპოვეს, რომელიც 19 აპრილს ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედიდან გაუჩინარდა. წერილში ის აღიარებს, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ტელეარხის ინფორმაციით, ეს ორგვერდიანი, ინგლისურ ენაზე დაწერილი წერილია. მასში საუბარია იმაზე, რომ მარიამი მზადაა 6–7 ადამიანი მოკლას და მიუთითებს ინიციალებს, მათ შორის, თავისი მასწავლებლის. წერილში ასევეა ხელმოჭრილი გვამის ნახატი. გოგონა წერს, რომ თავში ხმები ესმის და არ იცის, რა უყოს ამ ხმებს. ის ამტკიცებს, რომ შეასრულებს თავის მისიას.

მარიამ ბურჭულაძე მე–12 კლასის მოსწავლეა. გაუჩინარების დღეს ის სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდა, ხოლო შემდეგ, კლასის დამრიგებლის თქმით, საით წავიდა, უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, დაკარგული მარიამ ბურჭულაძე ბოლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის გზაზე შენიშნეს. ამის შემდეგ გოგონას კვალი დაიკარგა.

ამასთან, ბურჭულაძის თანაკლასელების თქმით, გოგონას ერთი მეგობარი ჰყავდა Facebook–ზე, რომელთანაც ხშირად ჰქონდა მიმოწერა. ისინი ამბობენ, თითქოს მარიამის ოჯახი უკვე ესაუბრა ამ მეგობარს, მაგრამ მან მისი ადგილსამყოფელი არ იცის.

ბურჭულაძის თანაკლასელები მას ახასიათებენ, როგორც თავის თავში ჩაკეტილს, არაკომუნიკაბელურს. რამე სახის უცნაურობა მასში არ შეუმჩნევიათ. ამბობენ, რომ  მშვიდი ხასიათისაა, ის სულ ტელეფონში „იყურებოდა“ და კლასელებთან კონტაქტი არ ჰქონდა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2190)

მთავარი თემები