არადეკლარირებული ტრანზიტული საქონელი – „სარფში“ თურქეთის მოქალაქე დააკავეს

© Sputnik / Anna Yarovikovaსარფი
სარფი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს, რომელსაც საქონელი თურქეთიდან ტაჯიკეთში გადაჰქონდა, ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით თურქეთიდან ტაჯიკეთში ტრანზიტული საქონლის გადაზიდვისას დეკლარაციაში არასრულად ასახა საქონელი. კერძოდ, მან 100 ათას ლარამდე ღირებულების საქონლის ნაცვლად 13,3 ათასამდე დოლარის ღირებულების საქონლის დეკლარირება მოახდინა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0