ოზურგეთში 17 წლის გოგონას ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliპატრული
პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
ერთ-ერთი ვერსიით, დაკარგული მარიამ ბურჭულაძე ბოლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის გზაზე შენიშნეს. ამის შემდეგ გოგონას კვალი დაიკარგა.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 17 წლის გოგონას ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, XII კლასის მოსწავლემ მარიამ ბურჭულაძემ გუშინ სკოლის შენობა სამი გაკვეთილის შემდეგ დატოვა. გოგონა ამის შემდეგ არავის უნახავს.

ერთ-ერთი ვერსიით, დაკარგული მარიამ ბურჭულაძე ბოლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის გზაზე შენიშნეს. ამის შემდეგ გოგონას კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის საჯარო სკოლაში სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებიც მარიამის კლასის დამრიგებლისა და მისი თანაკლასელების გამოკითხვას აწარმოებენ.

ყველა ახალი ამბავი
0