იარაღის არსენალი და დიდი ოდენობით ნარკოტიკი: პოლიციამ აჭარაში ერთი პირი დააკავა

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პოლიციამ ბრალდებულის კუთვნილი ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი 535 აბი ნარკოტიკული საშუალება, „ბუპრენორფინისა“ და „მეტადონის“ შემცველი ხსნარებით ოთხი საინექციო შპრიცი. ასევე ამოღებულია COMBAT-PP და ZORAKI M906 მოდელების ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ხელყუმბარა, ხელყუმბარის შვიდი ფალია, 82 ვაზნა და დიდი ოდენობით თანხა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 273-ე პრიმა მუხლით მომდინარეობს, რაც რვიდან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0