თბილისში პედოფილიის ბრალდებით 63 წლის მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
გამოწერა
ბრალდებულმა 2019 და 2021 წლებში 14 და 16 წელს მიუღწეველი გოგონების მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. დაკავებულს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. თბილისში 14 წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს 9 წლის გოგონა დაშავდა: შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს თბილისის ერთ-ერთ უბანში ავტოფარეხში 65-წლამდე მამაკაცმა 7 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 8 აპრილს არასრულწლოვანმა გოგონამ მამაკაცის ქუჩაში შემთხვევით დაინახა და გაქცევა სცადა, შედეგად თხრილში ჩავარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. გოგონა იაშვილის კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ 2021 წლის იანვარში ბრალდებულმა გარყვნილი ქმედება განახორციელა დაზარალებული გოგონას მეგობრის მიმართ, რომელიც 16 წლის ასაკს მიუღწეველია.

სამართალდამცველებმა დამნაშავე თბილისში დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 14 დ 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0