რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსუს–ის შენობა
სუს–ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
დაკავებულები რადიოაქტიური ნივთიერების რეალიზაციას ქუთაისის ტერიტორიაზე ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ ქუთაისში რადიოაქტიური ნივთიერების გასაღებას გეგმავდნენ 300 ათას ევროდ.

რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული კონტეინერი რადიოაქტიურ ნივთიერებას ამერიციუმ–241 (Am241) შეიცავს, მასთან უშუალო ხანგრძლივი კონტაქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

უწყების ცნობით, რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მავნე გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარიული წესების (რუნ 2000) საფუძველზე გამოკვლეულ კონტეინერზე დაფიქსირდა რადიოაქტიური Y (გამა) გამოსხივების მძლავრი დოზა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობას გულისხმობს და ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0