ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დააზიანეს

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი! - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
მსხვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მომხდარს მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ბათუმში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ოფისი დააზიანეს, იუწყება „პირველი არხი“.

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ჩამსხვრეულია ოფისის კარის მინები.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის განცხადებით, მათ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სამართალდამცველ ორგანოებს.

„ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მისული და ფაქტს სწავლობენ, თუმცა არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვინმეს დაკავება მოხდება“, – განაცხადა კირთაძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0