12:01 30 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7043
  • 100 RUB4.2641
  • USD3.1197
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1346)
200 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედისთვის ცნობილი გახდა მამაკაცის მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, მაგრამ მან ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე არასრულწლოვანი გოგონას დედას ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

2021 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. საქმეზე პოლიციამ 50 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე მამაკაცი არასრულწლოვანზე სისტემატურად ძალადობდა, შედეგად გოგონა დაორსულდა და ბავშვი გააჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედისთვის ცნობილი გახდა მამაკაცის მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, მაგრამ მან ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა.

დაზარალებულის დედას ბრალი სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული), რაც სასჯელის სახედ სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმე ამ დროისათვის ძიების სტადიაშია. თავად მოძალადეს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1346)

მთავარი თემები