17:53 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2231)
125 0 0

ამ დროისათვის დაჭრილი 24 წლის ახალგაზრდა ხობის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

შემთხვევა ჯახუთის დასახლებაში დღეს, დაახლოებით 1,5 საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის მოტივად ოჯახური კონფლიქტი დასახელდა – 80 წლის მამაკაცსა და 24 წლის შვილიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა შვილიშვილი დანით დაჭრა.

პოლიციამ დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, გარდა ამისა, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ნიკა ლატარია

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2231)

მთავარი თემები