21:04 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
147 0 0

მომიტინგეებმა, რომლებიც კოვიდ-შეზღუდვების აპროტესტებენ, სამინისტროს შენობასთან ეკატერინე ტიკარაძის გამოსახულებით ტორტი მიიტანეს და მაშხალების საშუალებით ააფეთქეს

თბილისი,11 აპრილი — Sputnik. მოძრაობა „X საზოგადოების“ რამდენიმე მონაწილემ თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გამართა.

აქტივისტებმა, რომლებიც ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ და სახეებს ნიღბების უკან მალავენ, შენობასთან ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გამოსახულებით ტორტი მიიტანეს და მაშხალების დახმარებით ააფეთქეს. ამგვარად მათ გამოხატეს პროტესტი რეგულაციების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედებს.

„ქალბატონო ეკატერინე, მიიღეთ ჩვენი ძღვენი და დააყენეთ კომენდანტის მოხსნის საკითხი! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ისევ დავბრუნდებით“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიცია გამოძახეს.

ახალი მოძრაობის შესახებ ცნობილი ახლახან გახდა. მოძრაობის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე 25 მარტს გააქტიურდა.

მთავარი თემები