05:58 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
129 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მდინარეში ჩახტა

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში, მამაკაცის საძიებო სამუშაოებში დამატებითი ძალა ჩაერთო, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მამაკაცი რიონში შაბათს საღამოს დაიკარგა. „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტი აქციის მონაწილე მდინარეში შევიდა და, სავარაუდოდ, გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მამაკაცის საძიებო სამუშაოები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო.

მამაკაცის საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან.

საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით.

შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო უწყვეტი აქცია რიონის ხეობაში 167-ე დღე გრძელდება. აქციის მონაწილეები დღე და ღამე ტერიტორიაზე იმყოფებიან და ღამეებს იქვე გაშლილ კარვებში ათენებენ.

აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მამაკაცმა თავისი ტელეფონი ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და წყალში შევიდა. იქვე მყოფმა ადამიანებმა მისი გადარჩენა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ის დინებამ წაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მთავარი თემები