ადვოკატი: მედდის გარდაცვალების საქმეზე მედიკოსებმა გამოძიებასთან სტრესის გამო იცრუეს

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
ექიმმა ვიოლეტა ინასარიძემ, რომელიც ექთნის ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალების საქმეზეა ბრალდებული, ერთ-ერთ ჩვენებაში აღიარა, რომ მეგი ბაქრაძისთვის სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენია

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. მედიკოსებმა ნერვიულობის და სტრესის გამო იცრუეს, მაგრამ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი დროულად გაუკტედა. განაცხადა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექიმისა და ექთნის ადვოკატმა შალვა გოგოლაძემ.

წვეთოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ

გუშინ საქართველოს პროკურატურამ ახალგაზრდა მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალი სამ პირს  – კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ექთანს წარუდგინა. საქმეზე ბრალდებულებს – ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. პროკურატურის მტკიცებით, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ერთ-ერთი მათგანი  არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

ადვოკატი განმარტავს, რომ ექთანს ადრენალინი დროულად გაუკეთდა, თუმცა მედიკამენტი არა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვიოლეტა ინასარიძემ, არამედ რეანიმატოლოგმა ბექა ლიპარტელიანმა გაუკეთა.

„ბექა იქ იყო და ბექამ გაუკეთა ადრენალინი. ყველაფერი დროულად გაკეთდა და შედეგზე გავლენა მათ ქმედებებს არ მოუხდენია. ქალბატონი ვიოლეტა ნახევარი საათი, პროტოკოლი როგორც ითვალისწინებდა, იქ იყო. ვიოლეტას ტყუილი მხოლოდ ისაა, რომ თქვა, მე გავაკეთეო, სინამდვილეში მან კი არა, ბექამ გაუკეთა“, - განაცხადა ადვოკატმა შალვა გოგოლაძემ.
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
თამარ გაბუნია: კლინიკის მხრიდან მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემა საგანგაშოა

მისი თქმით, მეგი ბაქრაძის შეუძლოდ გახდომის შემდეგ კლინიკაში დაძაბული სიტუაცია შეიქმნა, იყო ჩხუბი და აყალმაყალი, რის გამოც ექიმები შეშინებულები იყვნენ. ადვოკატის თქმით, სწორედ ამის გამო იცრუა ინასარიძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ინასარიძემ ეს ყველაფერი განიცადა და გამოძიებას თავად მიმართა, რათა სწორი ჩვენება მიეცა.

ექიმებსა და ექთანს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) აქვთ წარდგენილი.

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე, ახალციხეში ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0