ბათუმში სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულებიც

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმში სახლი ჩამოინგრა
ბათუმში სახლი ჩამოინგრა - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
ამ დროისთვის უცნობია თუ რა გახდა შენობის ნგრევის მიზეზი. ადგილზე სახანძრო–სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.

 

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ბათუმში, ურეხის დასახლებაში მშენებარე კერძო სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შემთხვევა შარაშიძის ქუჩაზე დაახლოებით 1,5 საათის წინ მოხდა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიულად დაიწყო მოქალაქეების საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი, ხოლო ორი დაშავებული იყო“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 30 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0