დედა ორ შვილთან ერთად ავტოავარიაში მოყვა, ქალი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
ექიმები ამჟამად ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, რომელიც ავტოავარიის დროს ავტომობილში იჯდა.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ხოლო მისი ორი არასრულწლოვანი ბავშვი დაშავდა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება დაწყებულია მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რამაც ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

თვითმხილველების თქმით, ქალი მსუბუქ ავტომობილს მართავდა და მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. მან ვერ დაიმორჩილა საჭე, შემხვედრ ზოლზე გადავიდა და შემდეგ ბოძს შეეჯახა.

სამივე დაშავებული ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს, მაგრამ ქალი მალევე გარდაიცვალა, ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა.

ყველა ახალი ამბავი
0