ქუთაისში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიციის ლენტი
საპატრულო პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
გამოწერა
წინასწარი ინვორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ის გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისში 21 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.

შსს-ში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0