კახეთში ფრინველის დაცემის შემთხვევები დაფიქსირდა

© photo: Kolkheti National Park / FB / Giorgi Kharbediaფრინველების მიგრაცია
ფრინველების მიგრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
გამოწერა
ვეტერინარები შემთხვევის ადგილზე მომხდარ ფაქტს სწავლობენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფრინველის დაცემის შემთხვევები დაფიქსირდა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.

იაპონიაში ქათმის გრიპის ახალი კერები გაჩნდა - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2020
იაპონიაში ქათმის გრიპის ახალი კერები გაჩნდა

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ვეტერინარები იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ.

„ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია პათოლოგიური მასალა და გადაგზავნილია აკრედიტებულ ლაბორატორიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ვეტერინარების ჯგუფი გამომწვევი მიზეზების მოკვლევას ცდილობს. ადგილზე მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოებიც.

ყველა ახალი ამბავი
0