პეკინის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანები
სახანძრო მანქანები - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
გამოწერა
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მონაწილებს.

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ძლიერი დაკვამლიანების გამო მცხოვრებლების ნაწილის ევაკუაცია განდა საჭირო, აცნობეს Sputnik-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ძლიერი დაკვამლიანება პეკინის ქუჩის №36 კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ექვსი  სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იმყოფება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0